ანდრია რაზმაძის სახელობის
ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-
მათემატიკის საჯარო სკოლის II ა კლასის
დამრიგებელ ნინო
გამყრელიძის 2013-2014 სასწავლო წლიური
ანგარიში
კლასში სიით ირიცხება
31 მოსწავლე. ვაჟი-18,
გოგონა-13. ისინი გონებრივად განვითარებულნი და ფიზიკურად ჯანმრთელნი არიან.
მათ ჰარმონიული განვითარებისათვის უსაფრთხო
და სანდო სასწავლო გარემო აქვთ შექმნილი.
მთელი წლის განმავლობაში გაცდენილი საათების
რაოდენობა შეადგენს 1045 სთ.
მოსწავლეთა ინტელექტუალური და სოციალური უნარები შეიძლება
ასე დავახასიათოთ:
სისტემატურად
ასრულებენ დავალებებს, არასდროს
ავიწყდებათ სასწავლო ნივთები,
არ აცდენენ, არ აგვიანებენ. იცავენ
მოსწავლეთა ქცევის კოდექსს,
აცნობიერებენ თავისსა და სხვის უფლებებს [პასუხისმგებლობა].
თანამშრომლობენ ჯგუფებთან
მუშაობის დროს. გამოხატავენ
პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ.
არიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები [თანამშრომლობა].
მონაწილეობენ დისკუსიებში,
ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს.
ბევრ კითხვას სვამენ,
რამდენიმეს აქვს საინტერესო იდეები
[კრიტიკული აზროვნება].
ახარისხებენ საჭიროების
მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციებს,
ახერხებენ მიღებული ცოდნის დაკავშირებას
კონკრეტულ საკითხებთან. იცავენ
დროის ლიმიტს, პოულობენ პრობლემის
გადაჭრის გზებს. [ცოდნის
გამოყენება].
ნათლად და გასაგებად გადმოსცემენ
სათქმელს, ამყარებენ კონტაქტს
აუდიტორიასთან. იყენებენ საინფორმაციო
ტექნოლოგიებს . ფლობენ ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების უნარებს [საპრეზენტაციო უნარები].
ნაწილს
აქვს პრობლემის გადაჭრის
ორიგინალური იდეები. აანალიზებენ
მოვლენებსა და ფაქტებს.
ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული ინტერპრეტაცია. [შემოქმედებითობა].
შეუძლიათ მიღებული
შედეგების განზოგადება, კავშირების
დამყარება სხვა სტრუქტურებთან, მიღებული
გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება.
ახერხებენ სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის
ინტერპრეტაციას. [ლოგიკური აზროვნება].
2013 წლის 11 დეკემბერს ქალაქ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში IIა კლასის
მოსწავლეებმა გამართეს სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია ,,ცოდნა თან
დასდევს მცოდნელსა”, რომელშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები
და მოწვეული სტუმრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ნინო გამყრელიძე
No comments:
Post a Comment