Wednesday, 9 July 2014

II კლასის მოსწავლის წლიური დახასიათება

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-

მათემატიკის საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლე

-------------------------------------------

დახასიათება

--------------გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ჯანმრთელი ბავშვია. იგი უკონფლიქტო და კომუნიკაბელურია. აქვს საკუთარი შესაძლებლობების  სწორად შეფასებისა და  თავის წარმოჩენის უნარი. ადეკვატურად რეაგირებს წახალისებაზე, შენიშვნაზე. ახალ ცოდნას აკავშირებს ძველთან. ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და ჯგუფურ მუშაობაში.

ქართული ენა და ლიტერატურა-შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში; მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტი და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; აქტიური ლექსიკისა და ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება; წერილობითი კოდის გაშიფვრა; სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა, მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება; მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის ცალკეული ფრაგმენტების გარდაქმნა აზრობრივ ნახატად; კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება; მცირე მოცულობის ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით; ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

მათემატიკა-შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები, რიგი; განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება -გამოკლებასთან და ერთმანეთთან; კარგად იყენებს რიცხვებსა და მათზე მოქმედებებს ამოცანების ამოხსნისას; შეკრებასა და გამოკლებას სხვადასხვა ტიპის მატემატიკური ამოცანის ამოხსნისას; თვისობრივ და რაოდენობრივ ნიშნებს ფიგურების აღსაწერად; შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება,  მოწესრიგება და ინტერპრეტაცია.

ბუნებისმეტყველება- შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა; განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის  თვისება; ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა; სეზონური მოვლენების დახასიათება; ნაცნობ გარემოში ორიენტირება; ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება; პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა; ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა; გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ინგლისური ენა-მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება; მოსმენილი ილუსტრირებული მინი დიალოგების/მონოლოგების, მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება; შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება; ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა; მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა. გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები; უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა, გამეორება; მარტივ ინტერაქციაშ მონაწილეობის მიღება. სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

ხელოვნება-შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას; მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკასა და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას; აკვირდება გარემოში სახვადასხვა ფერს, ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში; წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე; მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში; განასხვავებს ერთმანეთისგან ხელოვნების დარგებს, ჟანრს და აკავშირებს  ყოველდღიურ  ცხოვრებასთან,  საკუთარ გამცოდილებასთან.

მუსიკა- შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ ინტონაციურ სავარჯიშოებში; სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად; მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა  ფორმას გარკვეული განწყობის გადმოსაცემად; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ; აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს; მას ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობის გამოხატვის საშუალებაა; შეუძლია განასხვაოს ხელოვნების დარგები და ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები; მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურებასთან დაკავშირება, ერთმანეთისაგან განასხვაოს  ნასწავლი მუსიკალური საკრავები.

----------------------------------- გადაყვანილია III კლასში



სკოლის დირექტორი                         გენადი მარგველაშვილი

დამრიგებელი                                     ნინო გამყრელიძე






No comments:

Post a Comment